00:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 11:27:54, 386 ნახვა

საზოგადოება
მაღალი ფასები, უმუშევრობა, ემიგრაცია - 3 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ISSA-ს კვლევით

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა  უმრავლესობა 46,5% - ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს მიიჩნევს; 42,1% - უმუშევრობას; 21,0% - ქართველების ემიგრაციას ქვეყნიდან

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც, დღესდღეობით, ქვეყნის წინაშე დგას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 46,5% - მაღალი ფასები
  • 42,1% - უმუშევრობა
  • 21,0% - ქართველების ემიგრაცია ქვეყნიდან
  • 18,0% - ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება
  • 16,4% - სიღარიბე
  • 15,5% - უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები
  • 15,4% - კრიმინალი და დაუცველობა
  • 13,0% - დაბალი ხელფასები
  • 12,0% - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
  • 12,9% - დაბალი პენსიები
  • 11,6% - ზოგადი განათლების ხარისხი
  • 8,3% - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვა
  • 7,3% - უმაღლესი განათლების ხარისხი
  • 6,8% - სასამართლოს დამოუკიდებლობა
  • 6,5% - ლგბტ ცხოვრების წესის გავლენა
  • 6,3% - რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე
  • 4,0% - დასავლეთთან ცუდი ურთიერთობა
  • 3,8% - ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა
  • 3,7% - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
  • 2,3% - სუსტი პოლიტიკური ოპოზიცია
  • 2,7% - სხვა
  • 0,3% - ეთნიკური უმცირესობების გარიყვა/მათ მიმართ უყურადღებობა
  • 0,1% - მიჭირს პასუხის გაცემა
  • 0,4% - უარი პასუხზე

კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics