2025-02-01 21:02:26, 459 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს – მსახიობები და დაკავებულთა მშობლები საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვენ
ბათუმში, ევროპის მოედანზე, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს.
„ახალი თეატრის“ მსახიობები და აქციებზე დაკავებულთა მშობლები შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ. ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ჩვენ ჩამოვედით, რომ გავიგოთ თქვენი ხმა, ვიგრძნოთ ის ტკივილები, რაც გაქვთ. აქ იქნებიან თქვენი წარმომადგენლები, დავინახოთ ერთმანეთი და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას. პოლიტპატიმრები ჩვენი საერთო ტკივილია“,– აცხადებენ მანიფესტის მონაწილეები.
ცნობისთვის, საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში აჭარიდან დაიწყო და გაგრძელდება.
ხვალ „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტს სამეგრელოში გამართავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,