14:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-20 10:47:08, 586 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ჯარებმა შეუტიეს ზაპოროჟიეს ცენტრს

რუსეთის ჯარებმა მართვადი ბომბებით შეუტიეს ქალაქ ზაპოროჟიეს ცენტრს, განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 9 და 13 წლის ბავშვები. მსხვერპლთა შორის ასევე იყო 82 წლის ქალი.

„ბავშვები საავადმყოფოში არიან. მათ მდგომარეობას ექიმები საშუალო სიმძიმის აფასებენ. ექიმების გამოკვლევისა და პირველადი დახმარების შემდეგ ორმა მამაკაცმა და ქალმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. ექიმები ამჟამად ამოწმებენ სხვა მსხვერპლს“, - წერს ფედოროვი.

დაბომბვის შედეგად, ფედოროვის თქმით, დაინგრა კერძო სახლი, ერთ-ერთი ბომბი ჰიპერმარკეტიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics