19:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 12:26:29, 496 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა, ან თქმა, რომ ესა თუ ის საქმე არ და ვერ იხსნება

„მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა, ან იმის თქმა, რომ ესა თუ ის საქმე არ და ვერ იხსნება, ან არაფერია გასახსნელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიების პერიოდში სპეკულაციები ნაკლები უნდა იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა, ან იმის თქმა, რომ ესა თუ ის საქმე არ და ვერ იხსნება, ან არაფერია გასახსნელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები ამ ტიპის საქმეებზე მალე დასრულდეს. დიახ, არის რთული საქმეები, რომელთა გამოძიებას წლები სჭირდება, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ თუ დრო არის საჭირო რაიმეს გასარკვევად, ამ დროის განმავლობაში იყოს რაც შეიძლება ცოტა სპეკულაცია, რაც შეიძლება ნაკლები დებატები, რომელიც ჩრდილს აყენებს ბევრ ადამიანს, დაზარალებულის ახლობლებს და ოჯახის წევრებს. ზოგადად, ვისურვებდი, რომ ეს საკითხები იყოს მართლმსაჯულების ჩარჩოებში, ვიდრე მსგავს ადგილებში გასარჩევი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics