2022-12-29 15:30:26, 1519 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტმა ჯილდო სამ ნომინაციაში მიიღო
ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ „მაგნოლია 2022"-ის დაჯილდოების ცერემონიას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე დაესწრო.
ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დააჯილდოვა.
ქედის მუნიციპალიტეტმა ჯილდო სამ ნომინაციაში მიიღო.
- საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად
- ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი
- მადლობის სიგელი მედიატურების მხარდაჭერისთვის და ეფექტური თანამშრომლობისთვის ფოლკლორულ ანსამბლ ,,ელესას" გადაეცა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია"-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისების გაუმჯობესებაა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),