13:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 18:20:38, 501 ნახვა

კომენტარი
სახალხო დამცველი - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის უფლება კვლავ არ მოგვეცა

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის უფლება კვლავ არ მოგვეცა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პანსიონიდან ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში არც ერთი ბავშვი არ გამოცხადებულა.

„2021 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ.

დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე, იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში პანსიონიდან არც ერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.

სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან. ამასთან, ზედამხედველები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს. აღნიშნული პრაქტიკის თაობაზე, სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია, რადგან არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics