22:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 16:06:07, 523 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის საკითხები იყო.

როგორც აღინიშნა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია და ცვლილებები შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს.

ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

„შეხვედრისას დაისვა ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი. ბუნებრივია ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცესში იქნება ჩართული. ვფიქრობთ, საარჩევნო კანონმდებლობა არის დასახვეწი. საარჩევნო კანონმდებლობა კი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ,  ერთი მხრივ, პარლამენტში უკეთ იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცვლილებები განხორციელდეს საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ისე, რომ არჩევნებამდე საზოგადოებას, საარჩევნო სუბიექტებს და განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციას, ჰქონდეს მომზადების შესაძლებლობა და ცვლილებების იმპლემენტაცია სწორად განხორციელდეს“, - განაცხადა დავით პატარაიამ. 

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics