09:55 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 10:22:01, 800 ნახვა

სამართალი
ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში გვიან ღამით ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპოდენტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე ორივე ახალგაზრდა - მ.შეროზია და მ.მუპუტაძე სტუმრად იმყოფებოდნენ.

დაახლოებით ღამის 02:00 საათზე ისინი ქუჩაში გაიყვანეს. არსებული ვერსიით, შელაპარაკება ერთ–ერთი გარდაცვლილის ცოლის ნათესავებთან მოხდა, რის შემდეგაც ორი გასროლის ხმა იყო. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

„ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას ცდილობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics