16:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 10:59:43, 8667 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - გუშინ, ჩვენს ცენტრში მოთავსდა ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი, რომლის ინფექციის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მათ ცენტრში მოთავსდა ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი, რომლის ინფექციის წყარო უცნობია.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსზე ერთი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.

„გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩვენთან მოთავსდა ერთი ახალი პაციენტი. მისი წყარო დადგენილი არ არის და ხდება მისი კვლევა. დანარჩენი პაციენტები, როგორც ვიცი არსებული წყაროების კონტაქტებია. მარტო ჩვენთან მოთავსებულს სჭირდება წყაროს დადგენა.

როგორც შესაძლო შემთხვევა, დღეს 1 პაციენტი გვყავს და მის პასუხს დაველოდებით. რაც შეეხება დანარჩენს, ხდება არსებული პაციენტების მონიტორინგი გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით.

ყველა პაციენტს გაწერიდან 2 კვირის განმავლობაში სჭირდება თვითიზოლაცია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ ხდება მათი შემოწმება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაია.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics