2015-06-15 00:45:20, 1262 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის კომუნისტური პარტია: პატრიარქი ბუნებრივი კატაკლიზმებით არ უნდა სპეკულირებდეს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტური ფრაქციის წევრმა ვალერი რაშკინმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს, რომ ზოოპარკი ტაძრების ფასად აშენდა და ამიტომ ვერ გაიხარებს, სისულელე უწოდა.
მისი თქმით, პატრიარქი ბუნებრივი კატაკლიზმებით არ უნდა სპეკულირებდეს.
"პატრიარქი უნამუსოდ იქცევა. ბუნებრივი მოვლენები ბუნებრივი მოვლენებია. შეიძლება მეხი დაეცეს, წყალდიდობა მოხდეს ან სეტყვა იყოს", - განაცხადა რაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა და ის იმ ადგილას, სადაც არის, ვერ გაიხარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან