02:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 19:34:53, 1737 ნახვა

სხვადასხვა
კომისიამ „TV3“-ის, „პირველი რადიოს“ და რადიო „ მწვანე ტალღის“ სამაუწყებლო ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუგრძელა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „TV3“-ის, „პირველი რადიოს“ და რადიო „ მწვანე ტალღის“ სამაუწყებლო ლიცენზიებს მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს „TV3“-ის თანამგზავრული სისტემების გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის N B84 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა. კომპანიამ სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (2000 ლარი) წარადგინა.

"შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ N B79 კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის ფარგლებშიც კომპანია ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. სენაკში, ქ. ახალციხეში, ქ. გორში და ქ. მარნეულში მაუწყებლობს, ლიცენზიის მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა. კომპანიამ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით სალიცენზიო გადასახდელი 36 855 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს.
შპს ტელე-რადიო კომპანია „მწვანე ტალღა“ N B75 კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგელბში შემდეგ ქალაქებსა და დაბებში მაუწყებლობს: ქ. გორი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. ბათუმი, ქ. თელავი, ქ. ბორჯომი, ქ. ბაკურიანი, ქ. ახალქალაქი, ქ. ახალციხე, ქ. ფასანაური, დაბა გუდაური, ქ. სტეფანწმინდა, ქ. დმანისი, დაბა წყარო და ქ. ჭიათურა. აღნიშნულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა და კომპანიამ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით, ლიცენზიით სარეგბლობის გადასახდელი 67 392 ლარი უნდა გადაიხადოს",-ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია,  კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics