2015-05-11 12:58:21, 692 ნახვა
ეკონომიკა
გამოკითხულთა 90% აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ ინფლაციის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა
NDI–ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 90% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ფასების ზრდის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა.
ამასთან, გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ სიღარიბესთან დაკავშირებით ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა, 56%–ის თქმით გაუარესდა. 47%–სთვის სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით მდგომარეობა არ შეცვლილა, 46%–სთვის კი, გაუარესდა.
აქვე, გამოკითხული მოსახლეობის 67% თავს დასაქმებულად თვლის, 33% კი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან