2015-04-11 13:03:20, 798 ნახვა
სამართალი
შალვა აბულაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დადასტურების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესი 13:00 საათზე დაიწყო.
შალვა აბულაძე გუშინ დააკავეს. მას ბორჯომში პოლიციელის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული ქონდა. პოლიციელის ბექა მარგიშვილის მკვლელობის საქმე ბორჯომში მოკლული პოლიციელის საქმესთან გაერთიანდა და პროკურატურამ სასამართლოში ერთ წარმოებად წარადგინა.
როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, აბულაძე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან