10:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 14:41:03, 546 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი: აბულაძის ძებნის ოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს

პოლიციელების საქმეზე გამოძიება თითქმის დამთავრდა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შალვა აბულაძის ძებნის ოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

„დადასტურდა, რომ ეს დანაშაული ამ ადამიანმა ჩაიდინა. გამოძიება თითქმის დამთავრდა. ამაზე უკვე პროკურატურა გააკეთებს განცხადებას. ჩვენ უფრო და უფრო მეტად ჩავრთავთ სხვადასხვა დეპარტამენტებს, არ არის მარტო კრიმინალური პოლიცია, აქ არის ასევე სუს-ის დეპარტამენტი, კონტრდაზვერვა. ყველა ძალას გამოვიყენებთ, რომ გადავხუროთ მთლიანად საქართველო“, - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გუშინ შემთხვევის ადგილას სპეცოპერაცია განხორციელდა, სადაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილი პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნეს.

მოგვიანებით, პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ჩამდენი პირის ფოტო გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics