10:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 18:21:14, 745 ნახვა

სამხედრო
ვაკის პარკში სპორტული ორიენტირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში პირველი ტურნირი გაიმართა

ვაკის პარკში სპორტული ორიენტირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში პირველი ტურნირი გაიმართა. ტურნირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დედაქალაქის მერიის, საქართველოს ორიენტირების ეროვნული ფედერაციისა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეების ძირითად ამოცანას რუკითა და კომპასით უცნობი ადგილმდებარეობის გაგნება წარმოადგენდა.

შესარჩევი ტურის შედეგად ხუთი ქვეგუნდი გამოავლინეს. ტურნირში მონაწილეებმა სიგელები მიიღეს, წარმატებული ქვეგუნდები კი ახლო მომავალში კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

თავდაცვის უწყებისთვის მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან მისი მიზანი ახალგაზრდებისა და და ჯარის დაახლოებაა. უწყებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სპორტული ორიენტირის, როგორც სამხედრო გამოყენებითი სპორტის სახეობის განვითარება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სპორტული ორიენტირების ეროვნული ფედერაცია 2013 წლიდან თანამშრომლობენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში 2013 წელს წარმატებით იასპარეზეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics