19:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 16:55:36, 286 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციისა და საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემულ გრანტებზე "გრანტების შესახებ" კანონი არ გავრცელდება. შესაბამისი შესწორება იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას შეიტანეს. 

"გრანტების შესახებ" კანონით განსაზღვრულია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად მთავრობისადმი მიმართვის ვალდებულება არ აქვს. ჩამონათვალში გვაქვს, Erasmus +, "ჰორიზონტი ევროპა", DAAD-ის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპა" - ამ პროგრამების ფარგლებში გაცემულ გრანტებზე, რომლებიც მიემართება ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო სამუშუებისთის გაცემულ გრანტებზე არ ვრცელდება კანონი "გრანტების შესახებ".

გთავაზობთ, რომ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რაც ისედაც იგულისხმებოდა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის და ამ ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე "გრანტების შესახებ" კანონი არ გავრცელდეს. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პირებზე ისედაც არ ვრცელდებო და კანონით საქართველოში დაფუძნებულია კონკრეტული აიპი-ი, რომელიც არის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წევრი და მათზე მეტი სიცხადისათვის პირდაპირი ჩანაწერი იყოს, რომ "გრანტების შესახებ" კანონი არ ვრცელდება.

ამავდროულად, დავაზუსტოთ, რომ საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზეც "გრანტების შესახებ" კანონი არ ვრცელდება, აქ იგულისხმება მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი, რომელიც როგორც წესი ყოველთვის სასესხო ხელშეკრულების თანმდევი გრანტია და აქ სუვერენიტეტის დარღვევის რისკები მინიმალურია. ასეთი გრანტები სხვა პროცედურის შესაბამისად მთავრობასთან ისედაც თანხმდება, ხოლო პოლიტიკურ ნაწილში გრანტები არ გაიცემა". - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ივანიშვილის პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განხილიავს, კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით, დღეს, 15 აპრილს მიიღებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics