10:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-22 11:53:43, 1022 ნახვა

სამართალი
თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი - ბაჩიაშვილი ცემის ინსცენირებაზე პასუხობს

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე მსჯავრდადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმროში ცემის ინსცენირებაზე პენიტენციური სამსახურის ეჭვს უპასუხა. ადვოკატი დავით ჯანდიერი მას ამ ბრალდების გაჟღერების შემდეგ შეხვდა და ჟურნალისტებს მისი პასუხი გააცნო.

„ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულების სერიას და ამჯერად სურს, თავისი ერთი სასტიკი სისტემური დანაშაული სხვა ფაბრიკაციით გადაფაროს. როგორც ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი“, - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

მისი ინფორმაციით, მასზე ზეწოლის გასაგრძელებლად, შესაძლოა, პენიტენციურ სამსახურში მყოფი მისი ნაცნობები საკანში მასთან ერთად მოათავსონ:

„მსგავს შემთხვევაში, ინფორმაციას მყისიერად გავასაჯაროვებ. ნებისმიერი კომუნიკაცია ჩემთან შეიძლება შედგეს მხოლოდ ჩემი ადვოკატების მეშვეობით“.

 პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ გიორგი ბაჩიაშვილის ცემა, შესაძლოა, ინსცენირებული იყოს.

„შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ. ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics