13:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 18:03:30, 1135 ნახვა

რეგიონი
ნუგზარ სურმანიძემ ტერნოპოლის დელეგაციას უმასპინძლა

 ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის ტერნოპოლის დელეგაციას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე შეხვდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია დაკომპლექტებულია ტერნოპოლის მერის მოადგილის ლეონიდ ბიცურასას, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების დეპარტამენტის, ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის, ეკონომიკის უნივერსიტეტის და ტერნოპოლის სპორტსკოლის წარმომადგენელების შემადგენლობით.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა განიხილეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობა. ამჟამად ტერნოპოლის საქალაქო საავადმყოფოში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმი გადის. შეხვედრაზე მინისტრმა ვიცე მერს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

ტერნოპოლი და ბათუმი 2011 წლიდან დამეგობრებული ქალაქები არიან. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics