11:53 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 22:30:43, 2783 ნახვა

კომენტარი
ლიტვის პრეზიდენტი - არ წავალ დათმობებზე რუსეთთან კალინინგრადის ტრანზიტის საკითხზე

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები და არ წავა კომპრომისზე კალინინგრადის რეგიონში საქონლის ტრანზიტის შეზღუდვის საკითხზე. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.

„ეს თემა ბრიუსელში განვიხილეთ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ნათელია, რომ ლიტვამ უნდა გამოიყენოს და გამოიყენებს ევროკავშირის სანქციებს. ლიტვამ უნდა და შეინარჩუნოს კონტროლი მისი ტერიტორიით გადაზიდულ საქონელზე და არ შეიძლება საუბარი რაიმე „დერეფნებზე“, ისევე როგორც დათმობებზე რუსეთთან კრემლის მუქარის საპასუხოდ“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

24 ივნისს, ლიტველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირებას ევროკავშირის ტერიტორიიდან რუსეთის რეგიონებიდან კალინინგრადის რეგიონში. დეპუტატის თქმით, დოკუმენტი შესაძლოა მომავალ კვირას გამოქვეყნდეს. ლიტვას, მისი თქმით, აქვს ვეტოს უფლება.

18 ივნისიდან ლიტვამ შეაჩერა სატრანზიტო მატარებლების გავლა თავის ტერიტორიაზე, ხოლო 21 ივნისიდან სატვირთო ტრანსპორტი რუსეთიდან ევროკავშირის სანქციებით დაქვემდებარებული საქონლით. კალინინგრადის ოლქის გუბერნატორის თქმით, აკრძალვა შეეხო რუსეთის ფედერაციის რეგიონებიდან რეგიონში გადაზიდული საქონლის 40-დან 50%-მდე. რუსეთის ხელისუფლებამ ლიტვა სატრანსპორტო „ბლოკადაში“ დაადანაშაულა და შეზღუდვების არ გაუქმების შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics