03:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 15:56:13, 579 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში უკრაინა–საქართველოს სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

კიევში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე უკრაინის ეკონომიკური განვითრებისა და ვაჭრობის მინისტრს აივარას აბრომავიჩუსს შეხვდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრამ კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში ჩაიარა. მხარეებმა  საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. 
აღინიშნა, რომ 2015 წლის ივნისში ქალაქ ბათუმში გაიმართება ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნება საქართველო–უკრაინის ეკონომიკური კავშირების წახალისების კონკრეტული მიმართულებები.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომაზე   დასახული იქნება  კონკრეტული გეგმები, თუ როგორ მოხდება საქართველო–უკრაინას შორის უმნიშვნელოვანესი სტარტეგიული ურთიერთობათა წახალისება.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოს გამოცდილებაზე ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხზე და დადებითად შეფასდა ის ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გადადგმული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics