13:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 14:24:34, 1147 ნახვა

რეგიონი
ფოთის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძება გაიმართა

4 ოქტომბერს პედაგოგთა პროფესიული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძება მოეწყო.

ღონისძიებას ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიოლი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ირაკლი კაკულიამ პედაგოგებს პირადად მიულოცა პროფესიული დღესასწაული .

“ მეც ვუერთდები ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მთელი გულით ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს პროფესიულ დღესასწაულს. პატრიოტიზმი, შრომისადმი სიყვარული, სიმართლისთვის ბრძოლა ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან იწყება და ამის ჩამოყალიბებაში მასწავლებელთა როლი განუსაზღვრელია. ჩვენმა მასწავლებლებმა უმძიმესი წლები გამოიარეს - ურთულესი ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მიუხედავად, შეუფერებლად დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, მათ უარი არ თქვეს საკუთარ პროფესიაზე და შეძლეს ღირსეული თაობების აღზრდა ქვეყნისათვის”, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის მერმა

პედაგოგებს ფულადი პრემია ფოთის მერიამ, ფოთის პორტმა და ნელი გეგეშიძის საქველმოქმედო ფონდმა გადასცა. მათ პროფესიული დღე "ცისფერმა ტრიომ" კონცერტით მიულოცა. ღონისძიება განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics