13:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 11:41:23, 820 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე "ეროვნული სატყეო სააგენტო"-ს თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს სიღნაღი-დედოფლისწყაროს  სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული, მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ახორციელებდა ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics