13:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 20:45:40, 1017 ნახვა

კომენტარი
გრეგორი სურკისი: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დამაფიქრებელია

„მოვლენები, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების ირგვლის  არის განვითარებული დამაფიქრებელია“,-ამის შესახებ UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა გრეგორი სურკისმა განაცხადა.

სურკისის თქმით, ის იმედს იტოვებს რომ ფედერაციის მომავალი ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც დარბაზში შეკრებილი ყველა პიროვნება, ითვალისწინებს UEFA-ს პოლიტიკას, ევროპის ყველა კუთხეში ბალანსირებული ფეხბურთის განვითარების და ხელს შეუწყობს ფეხბურთისთვის კარგი მომავლის შექმნას.

„დღეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ და მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ თქვენთვის რჩევის მოცემას. მხოლოდ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ფედერაციის მომავალი ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც დარბაზში შეკრებილი ყველა პიროვნება, ითვალისწინებს UEFA-ს პოლიტიკას, ევროპის ყველა კუთხეში ბალანსირებული ფეხბურთის განვითარების და ხელს შეუწყობს ფეხბურთისთვის კარგი მომავლის შექმნას. ფეხბურთმა უნდა გაგვაერთიანოს და სიხარული მოგვანიჭოს და არა პირიქით, გაგვხლიჩოს და ბოროტება დათესოს. ის მოვლენები, რაც ხდებოდა თბილისში, ვფიქრობ, დაფიქრებას საჭიროებს“,-განაცხადა გრეგორი სურკისმა.

ამასთან, UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდა, რომ დარბაზიდან გასვლის შემდეგ მტრებად არ დარჩნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics