12:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 15:59:16, 777 ნახვა

ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება აგონიაშია, ჩვენ ისტორიული გამარჯვების წინაშე ვდგავართ

„ხელისუფლება აგონიაშია, ჩვენ ისტორიული გამარჯვების წინაშე ვდგავართ“ - ამის შესახებ პარტია „ენმ-ს“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

"კარგად შეხედეთ ქართული ოცნების ზონდერებს და თქვენ ნათლად მიხვდებით რამდენად ცოტა დრო დარჩათ მათ ქვეყნის სათავეში ყოფნისთვის.

იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ არ მიიღებენ იმ გაყალბებაში მონაწილეობას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.

იქმნება რიგები და ამას ხელოვნურად აკეთებენ, რათა შეაფერხონ ამომრჩევლების ნაკადი, 

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დროულად დაარეგულიროს ყველა პროცესი.

წარმოგიდგენთ პატრულის თანამშრომელს ირაკლი ხულორდავას, რომელიც მივლენილია ზუგდიდის მეცხრე და მეცამეტე უბნებზე, ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად , 

პოლიციის მხრიდან არ არის შესაბამისი რეაგირება. 

მაგალითად გლდანში საარჩევნო უბანზე მობილიზებულები არიან სუსის ზონდერები, 

ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება აგონიაში და ჩვენ ისტორიული გამარჯვების წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics