23:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 10:54:34, 658 ნახვა

პოლიტიკა
ვერშბოუ: აუცილებელია, რომ საქმეების პოლიტიზირება თავიდან იქნას აცილებული

„აუცილებელია, რომ საქმეების პოლიტიზირება თავიდან იქნას აცილებული“,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ვერშბოუმ აღნიშნა, თუკი ვინმემ ჩაიდინა დანაშაული ან საქმე კორუფციას ეხება, სისტემამ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

„იყო გამოთქმული შეშფოთება, როგორც ყოფილი ხელისუფლების ასევე ახლანდელი ხელისუფლების დროსაც. როდესაც საუბარია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ჩვენი პოზიცია ასეთია - თუკი ვინმემ ჩაიდინა დანაშაული ან კორუფციასთან გვაქვს საქმე, კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს სისტემამ. ვინაიდან  ახალგაზრდა დემოკრატიაა ქვეყანაში აუცილებელია, რომ ფრთხილად ვიყოთ, ვინაიდან აუცილებელია, რომ საქმეების პოლიტიზირება თავიდან იქნას აცილებული“, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics