2020-04-17 13:59:01, 20173 ნახვა
ომი უკრაინაში
წყნეთის ტაძარი კარანტინზე დაიხურება - მღვდლები კი თვითიზოლაციაში არიან
წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრი კარანტინზე დაიხურება - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ უთხრა.
საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელი წყნეთის ტაძრის მრევლია, მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ვაზუსტებ, ვიცი რომ ერთ-ერთი დაავადებული რომელსაც დაუდგინდა, იყო იმ ტაძარში მისული. სავარაუდოდ დაკეტავდნენ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს ჯერ. საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია, მე მგონი ექიმი არ არის“, - განუცხადა რადიო "თავისუფლებას" ანდრია ჯაღმაიძემ.
მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ქალი 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე ტაძარში იმყოფებოდა და აღსარებაც ჩააბარა, ტაძრის სასულიერო პირები კი კარანტინში იმყოფებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,