2020-04-16 15:00:52, 4005 ნახვა
ომი უკრაინაში
რა მდგომარეობაა რეგიონში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით
რეგიონში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თურქეთში.
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 69 392-ს შეადგენს, მათგან გარდაიცვალა 1 518 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 674 ადამიანი.
რაც შეეხება რუსეთს, აქ კოვიდ19-ით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა შეადგენს 27 938-ს, აქედან გამოჯანმრთელდა 2 304, ხოლო გარდაიცვალა 232 ადამიანი.
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1 253 შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათგან გამოჯანმრთელდა 404, ხოლო გარდაიცვალა 13 პაციენტი.
რაც შეეხება სომხეთს, აქ კოვიდ19-ით ინფიცირებულია 1 159 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსი დაამარცხა 358-მა ადამიანმა, ხოლო გარდაიცვალა - 18.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევა ფიქსირდება, ჯამში გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა სამი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან