|
2018-06-25 18:58:10, 3497 ნახვა
სპორტი
შორეული ნაოსნობის კაპიტანი ზაზა მახარაძე: პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ მისასალმებელია
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას ქართული ფლოტის შექმნის შესახებ საზღვაო სფეროს სპეციალისტები ეხმაურებიან. შორეული ნაოსნობის კაპიტნის, ზაზა მახარაძის შეფასებით, მისასალმებელია პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ. „თავის დროზე ქართულ ფლოტში დასაქმებული იყო ყველა ქართველი მეზღვაური, შემდგომ ამ გემების გაყიდვამ ძალიან ბევრი მეზღვაური, თითქმის ყველა, ვინც დასაქმებული იყო ამ გემებზე, დატოვა უმუშევარი და გააჩინა ქართველი მეზღვაურების დასაქმების პრობლემა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ“, – განაცხადა მახარაძემ. მისივე თქმით, გარდა იმ ეკონომიკური სარგებელისა, რომელიც ფლოტის სწორმა და ეფექტურმა მართვამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, დამატებითი განვითარდება ქართული დროშა და რაც ყველაზე მთავარია, ხელი შეეწყობა ქართველ მეზღვაურთა დასაქმების პრობლემის აღმოფხვრას.
(NS)
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)