00:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 11:02:32, 1059 ნახვა

სხვადასხვა
ილია მეორე: ომი, რომ იწყებოდა არ ვიცოდი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის  ილია მეორის განცხადებით, მან არ იცოდა, რომ   2008 წლის  რუსეთ-საქართველოს ომი იწყებოდა. 

ამის შესახებ ილია მეორემ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში განაცხადა. 

უწმინდესის თქმით, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მისთვის ეთქვათ. „ომი, რომ იწყებოდა არ ვიცოდი. მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და არ იცის პატრიარქმა“,-განაცხადა ილია მეორემ. 

ამასთან, ილია მეორემ აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო ძალიან მძიმე.

„მე მაინც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი. ვნახეთ, მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ სხვა მანქანები ახლდა, რომ ჩვენთვის სნაიპერს არ ესროლა. გორი მკვდარი ქალაქი იყო. ქუჩაში ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში“,-განაცხადა  ილია მეორემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics