|
2016-04-05 18:26:22, 875 ნახვა
სხვადასხვა
კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „მობიტელის“ („ბილაინის“) ერთობლივი განცხადების განხილვა შეწყვიტა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. შპს „კავკასუს ონლაინი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომთან“ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომპანია საცალო და კორპორატიული მომსახურებების გასაწევად საჭირო აქტივების ან/და წილის გასხვისების თაობაზე ყველა სხვა მხარესთან, მათ შორის, შპს „მობიტელთან, („ბილაინი“)“ წყვეტს მოლაპარაკებებს, შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ აღარ საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას შპს „მობიტელთან“, („ბილაინი“) შესაძლო გარიგებაზე თანხმობის მისაღებად. შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომთან“ ნასყიდობის ხელსეკრულება 2016 წლის 30 მაისამდე გაფორმდება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა ჯერ კიდევ 2015 წლის 19 ნოემბერს მისცა. კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება არ იქონიებს გავლენას მობილური საკომუნიკაციო, მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)