15:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-14 14:01:58, 2390 ნახვა

სამართალი
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა. ამ წუთებში კი ევროკომისარი შეხვედრას სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან, მართავს.

ვიზიტის მთავარი თემა ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარებაა. ფოკუსშია "ოცნების" მიერ მესამე სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის დევნა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი „ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს, სადაც განმარტებებს მოითხოვს ძალის გადამეტების შემთხვევებზე და დაუსჯელ მოძალადეებზე.

ო'ფლაერტი საქართველოში ბოლოს გასული წლის იანვარში იმყოფებოდა. ის მაშინ, "ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესაც შეხვდა. ამის შემდეგ, კომისარმა ოლიგარქის მთავრობა ტყუილში საჯაროდ ამხილა. გაირკვა, რომ მას ალექსანდრე დარახველიძემ უთხრა, რომ თითქოს "ოცნება" აქციების დარბევისას წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს არ ურევდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics