20:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-02 11:45:17, 5638 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

თიბისი კონცეპტს და WM-ს (დაგროვილი კაპიტალის მართვა) საერთაშორისო საფინანსო გამოცემა Euromoney-ს ოთხი ჯილდო გადაეცა, მათ შორისაა მთავარი ჯილდო ნომინაციაში - „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ბანკი ამ ჯილდოს მფლობელი რეგიონის მასშტაბით პირველად გახდა. 

თიბისის  პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ გამარჯვება მოიპოვა Euromoney-ის ჯილდოს კიდევ სამ კატეგორიაში:  

  • „საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“, 
  • „საქართველოში საუკეთესო პრემიალური საბანკო მომსახურება“ 
  • „საქართველოში საუკეთესო მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მომსახურება“ 

Euromoney უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან გამოცემად ითვლება. მისი ჯილდოები ეფუძნება არა მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას, ინოვაციებსა და სერვისის ხარისხს. 

„წელს, პირველად მოვიპოვეთ რეგიონის მასშტაბით Euromoney-ს მთავარი ჯილდო ნომინაციაში „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ვულოცავ  თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას, ეს თიბისის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

თიბისი კონცეპტი მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად მუდმივად ავითარებს ინოვაციურ პროდუქტებს, ქმნის სრულ ფინანსურ ეკოსისტემას და ექსკლუზიური შეთავაზებებით უნიკალურ გამოცდილებას უქმნის თავის მომხმარებლებს. 

თიბისი ბანკმა, 2006 წელს, საქართველოში პირველმა დანერგა პერსონალური საბანკო მომსახურება და პროფესიონალთა გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, დღესაც აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური პროდუქტების განვითარებას. 

აღნიშნულ ნომინაციებში თიბისი კონცეპტის გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ თიბისის მომსახურება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ რეგიონში არსებულ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და აღიარებული ბრენდია.  

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics