10:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 19:53:16, 1574 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი G7 სამიტზე ჩავიდა, რომელიც კანადაში იმართება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის” სამიტზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ზელენსკი “დიდი შვიდეულის” ლიდერების სპეციალურ სხდომაზე მიიღებს მონაწილეობას სახელწოდებით “ძლიერი და სუვერენული უკრაინა”.

ამის გარდა, უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრები აქვს დაგეგმილი ემანუელ მაკრონთან (საფრანგეთის პრეზიდენტი), კირ სტარმერთან (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი), ანტონიო კოშტასთან (ევროპული საბჭოს პრეზიდენტი), ურსულა ფონ დერ ლაიენთან (ევროკომისიის პრეზიდენტი), ლუის ინასიო ლუის დე სილვასთან (ბრაზილიის პრეზიდენტი), მარკ რუტესთან (ნატოს გენერალური მდივანი), ჯორჯა მელონისთან (იტალიის პრემიერ-მინისტრი) და ნარენდრა მოდისთან (ინდოეთის პრემიერ-მინისტრი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics