2025-06-01 16:36:07, 1418 ნახვა
ომი უკრაინაში
გუშინ რუსეთმა უკრაინას 472 დრონითა და რაკეტით შეუტია
რუსეთმა უკრაინას გუშინ რეკორდული რაოდენობის, 479 დრონებით და რაკეტებით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის 3 ფრთოსანი რაკეტა და 210 დრონი გაანადგურეს, 172 უპილოტო საფრენი აპარატი კი ლოკალურად დაიკარგა.
რუსებმა უკრაინას „შაჰიდისა“ და სხვა ტიპის 472 დრონით რუსეთის ფედერაციის მილეროვოს, შატალოვოს, კურსკის, ორიოლის, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს. „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით კი - კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან. ამასთან რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევისას ოთხი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.
მტრის საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები ხარკოვის, სუმის, ჟიტომირის, ოდესის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,