2016-03-14 10:11:19, 790 ნახვა
სამხედრო
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საწყისი საბრძოლო მომზადების განახლებული კურსი დაიწყო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საწყისი საბრძოლო მომზადების განახლებული კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს საწყისი საბრძოლო მომზადება გაუმჯობესებული პროგრამით განხორციელდება. სასწავლო პროგრამა მორგებულია ქვედანაყოფების მოთხოვნილებებს და მისი შედგენისას გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტები. რეკრუტებს შორის არიან პანკისის ხეობიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი ახალგაზრდებიც.
12:00 საათზე რეკრუტები საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადაინაცვლებენ, სადაც მათ 10 კვირის განმავლობაში საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადების გავლა მოუწევთ. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაშიც ჩაუტარდებათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან