2015-02-14 10:07:09, 689 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც გუშინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის პირობებზე, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, განცხადებას თბილისის მერი დავით ნარმანია გააკეთებს.
გარდა ამისა, ეკონომიკურმა საბჭომ სხდომაზე ასევე განიხილა რეგიონების ეკონომიკური განვითარების გეგმა და რეგიონებში წარმოების მიმართულებით არსებული პოტენციალი.
საბჭო ყველა რეგიონის გუბერნატორის პრეზენტაციას მოისმენს, რის შემდეგაც, თითოეულ რეგიონში, წარმოების წახალისების მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან