2016-02-11 16:50:49, 820 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკულ დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის უსაფრთხოების სფეროში დახმარების სარდლობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარდლობის მეთაურს, გენერალ-მაიორ მარკ მაკდონალდსა და ევროპისა და აფრიკის რეგიონული ოპერაციების დირექტორს, პოლკოვნიკ დევიდ მარკ ბენეტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქმიან სადილზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ ამერიკული სარდლობის წარმომადგენლები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შექმნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მოინახულეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან