12:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 18:54:15, 634 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კრებას დაესწრო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-VI საერთო კრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. 

სახელმწიფო მინისტრმა საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენი მხრიდან მათი საქმიანობის ხელშეწყობა, არამედ, მათი მხრივ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობა. ჩვენი აპარატი სწორედ ამ საქმით არის დაკავებული და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ამ მხრივ გვეხმარება და გვერდში გვიდგას, რათა მოხდეს შესრულება სათანადო დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ საქართველო იყო პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩართო ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის პროცესში. მათ შორის ისინი ჩაერთვებიან 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგშიც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics