09:41 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 13:02:26, 1430 ნახვა

რეგიონი
აჭარაში წლის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები დაჯილდოვდნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის სპორტის დეპარტამენტის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, რომლებმაც როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ასევე, დაჯილდოვდნენ მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები.
 
„აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იზრდება სპორტის განვითარების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის პროგრამების დაფინანსება. გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სპორტსმენების ხელშეწყობა. მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების, ასევე, მათი მწვრთნელების საპრიზო თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 1 მილიონ ლარს გადააჭარბა.
 
დაჯილდოების ფარგლებში 100-მდე წარმატებული სპორტსმენი გამოვლინდა ბერძნულ-რომაული, ძიუდოს, პარა-კარატეს, მკლავჭიდის და სხვა მიმართულებებით.
 
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics