09:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 18:28:31, 605 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძემ კასპში შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში კასპში შეხვედრები გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გამგეობის შენობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლებთან, მოსახლეობასა და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე,  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად მიღებულ ეკონომიკურ სარგებელსა  და სოფლის მეურნეობის რეფორმის განხორციელებაში ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

“მნიშვნელოვანია ჩვენ განვმარტოთ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ, ფერმერმა, მცირე, საშუალო ბიზნესმენმა, იმ პროცესისგან, რაც გულისხმობს ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების მიზნით ჩვენს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის მისიის პროექტის  წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ კოოპერირების კუთხით და ასევე, აქვთ ძალიან კონკრეტული პროექტები ფერმერებისთვის. ასე რომ, მნიშვნელოვანია ყველა ამ პროექტზე ამომწურავად მოვაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია. ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია მათი ინტერესი, რომლის ანალიზის შემდეგ ადექვატური იქნება ჩვენი  დახმარების პროექტები და ჩვენი რეაგირება", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კასპში სტუმრობისას დავით ბაქრაძემ კასპის  N3 საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახლადგახსნილი საინფორმაციო კუთხე დაათვალიერა და სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც შეხვდა. 

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა  და ხაზი გაუსვა  ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics