05:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 15:28:30, 2048 ნახვა

სამხედრო
მე-12 ბატალიონმა ნატო-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება წარმატებით გაიარა

ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში ჩართულმა (OCC E&F) პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა. მეორე დონის შეფასების (NEL-2) წვრთნები საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ნატოს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნის დადასტურებას ისახავდა მიზნად. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. სწავლებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა ნატოს სახმელეთო სარდლობის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზოლთან ნემეთი. ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევა განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი“. ქვედანაყოფმა დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით განახორციელა. 

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები დადებითად შეაფასა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა. 

ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. 

მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics