02:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 15:42:50, 8369 ნახვა

ომი უკრაინაში
ცერცვაძე - covid19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებისთვის 5 სახელმწიფო კლინიკა მობილიზდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნება ინფიცირების შემთხვევების მატება, პირველი რიგის, ანუ ინფიცირებულ პაციენტებს 5 საავადმყოფო მიიღებს.

 

მისივე განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო კვლავ მიიღებს კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს.

 

"იმ შემთხვევაში თუ პაციენტთა მატების შემთხვევები იქნება, დღეს პრემიერთან შეხვედრაზე მივიღეთ ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომ თუკი აქამდე მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს და სხვები კი მხოლოდ საკარანტინე პაციენტებს, გადაწყდა რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 5 სახელმწიფო დაქვემდებარების კლინიკა. ინფექციური საავადმყოფოდარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა - ყოფილი მე-8 საავადმყოფო მთლიანად დაიცლება და ეს ძალიან კარგი რესურსია, რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გათავისუფლდება, გორის ჰოსპიტალი და დამატებითი რესურსი ბოჭორიშვილის კლინიკა - 11 საწოლით. ჩამოთვლილ კლინიკების საწოლების რაოდენობა დაახლოებით 440-ია", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე covid19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მხოლოდ თბილისის ინფექციური და საჩხერის საავადმყოფოები იღებდნენ. დანარჩენი საავადმყოფოები კი საკარანტინე პაციენტებთან მუშაობდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics