2017-10-03 18:30:21, 8282 ნახვა
High - Tech
Facebook-ი სახის ამოცნობის ფუნქციას შეიმუშავებს
სოციალური ქსელი Facebook სპეციალურ ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თქვენს აქაუნთზე წვდომას დაკარგავთ.
ფუნქცია, რომელსაც კომპანიაში დიდ დროს და ძალისხმევას უთმობენ ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
"ჩვენ ვმუშაობთ ფუნქციაზე, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს აღადგინონ წვდომა საკუთარ აქაუნთზე და პირადი მონაცემები უფრო დაცული გახადოს", - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც ცნობილი ხდება, "ფეისბუქი" სპეციალურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც აქაუნთის პატრონს "სახით იცნობს", ამისათვის მომხმარებლის სახის სკანირება იქნება აუცილებელი.
შეგახსენებთ, რომ ახალწარდგენილ iPhone X-ს ამდაგვარი ფუნქცია სახელწოდებით Face ID გააჩნია.
ავტორი: ,