2015-01-27 21:17:58, 671 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: არ არის საჭიროება, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ინექცია მოახდინოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში არ არის იმის საჭიროება, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ინექცია მოახდინოს.
კვირიკაშვილმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ძალიან კონსტრუქციული, კარგი და დადებითი შეხვედრა იყო. ჩვენ ვფიქრობთ, დღეს ნამდვილად არ არის იმის საჭიროება, რომ დავუშვათ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ინექცია მოახდინოს. ამის საჭიროება არანაირად არ არსებობს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან