14:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-14 17:54:44, 24350 ნახვა

სპორტი
ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებულია

 ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებულია. ეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პროექტის „გამოწვევა 2020“-ის წარმომადგენლის კიდევ ერთი წარმატებაა. ეს პროექტი საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ 2017 წელს დაიწყო. პროექტს რამდენიმე მიზანი ჰქონდა: ეროვნულ ნაკრებში კონკურენციის ამაღლება, ძიუდოისტებთან ახალ საკონტრაქტო პირობებზე გადასვლა, გრძელვადიან პერსპექტივაში ძიუდოს შინაარსობრივ სწავლებაზე დამყარებული შედეგის მიღწევა. პროექტის მთავარი მწვრთნელია ლაშა გუჯეჯიანი, თანაშემწე გიგა ბოჭოიძე, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი დავით ქევხიშვილი. პროექტში ჩართული ძიუდოისტები უკვე აღწევენ წარმატებას საერთაშორისო სარბიელზე უფროსებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ხოლო ნაწილი 23 წლამდელთა ნაკრების.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics