00:09 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 15:18:07, 3393 ნახვა

კულტურა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 25 მარტს, 16:00 საათზე,  მხატვარ მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ორმოცდაათამდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.

გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს მერაბ აბრამიშვილის ერთ-ერთი ნამუშევრის - „პარიზის" - ესკიზს.

მერაბ აბრამიშვილი (1957-2006 წწ.) თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მხატვრის შემუშავებულმა ტექნიკამ და გამოყენებულმა ფაქტურამ მის ნამუშევრებს განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მის შემოქმედებას საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული.

ქართველი მხატვრის ნამუშევრებმა ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება სოთბისა და კრისტის აუქციონებზე არაერთხელ მიიპყრო. ამასთან, 2013-2014 წლებში მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სოთბის ლონდონის სააუქციონო სახლის გამოფენა "გზაჯვარედინზე".

მხატვრის ნამუშევრები საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.

გამოფენა 1 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics