12:15 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 10:35:21, 630 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი პატრულირება განახორციელეს

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი პატრულირება განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ქვეითი პატრული ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთი სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს. 

„ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოებისა და უხილავი სივრცის (რელიეფის თავისუბერების ან დაბრკოლების გამო რადიოლოკაციური ან ვიზუალური დაკვირვებისთვის მიუწვდომელი არე) შემოწმება იყო. პატრულირების დროს უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, ქართველი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებიც იყვნენ ჩართული.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics