14:22 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 18:08:59, 3449 ნახვა

კულტურა
„მანდარინები“ ოსკარზე წარსადგენ ნომინანტებს შორის დასახელდა

ზაზა ურუშაძის ქართულ–ესტონური ფილმი „მანდარინები“ ოსკარზე წარსადგენ ნომინანტებს შორის დასახელდა.
ოსკარის დაჯილდოვების 87–ე ცერემონია  22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.
„მანდარინები“ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ესტონეთის სახელით არის წარდგენილი.

ცნობისთვის, ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა მასში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი  აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე აფხაზეთში თავისი სურვილით დარჩა. ფილმში  ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობაა აღწერილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics