20:21 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-26 18:14:44, 2950 ნახვა

კულტურა
”შავფაროსნებმა” რომის ფესტივალის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს

 „შავფაროსნები“ევროპაში  ერთ-ერთ   ყველაზე ცნობილ  და მასშტაბურ ფესტივალზე „Natale di Roma“ ევროპის 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელით, რომის ფესტივალზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულება, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა”   და ანსამბლმა   ”ჩვენებურებმა”  წარადგინეს.  ქართველების გამოსვლამ   „Natale di Roma“-ს   ასეულ ათასობით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოური მედიის ინტერესის ობიექტიც გახდა.

ევროპის უძველესი დედაქალაქის რომის დაარსებისადმი მიძღვნილი ფესტივალის სანახავად

ტურისტები იტალიაში  მთელი მსოფლიოდან ჩადიან, რადგან   ამ დღეს რომში ევროპის ანტიკური ისტორია ცოცხლდება. ფესტივალის ფარგლებში რომის ისტორიულ ქუჩები იკეტება და ოთხ  კილომეტრიანი კოსტიუმირებული აღლუმი  იმართება.  აღლუმზე, რომელსაც მაყურებლის უწყვეტი ნაკადი მიუყვება,  ყველა ქვეყანა  საკუთარ  კულტურას  და  საბრძოლო ისტორიას  წარადგენს.

 მსვლელობის დროს ყველაზე დიდი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით მაყურებელი სწორედ ”შავფაროსნების”  გამოსვლას შეხვდა.  ჩირკო მასიმოს მოედანზე კი, სადაც  Natale di Roma-ს ფინალური  ნაწილი  იმართება ,  ანსამბლ  ”ჩვენებურების”  შესრულებული ქართული სიმღერის  ფონზე,   შავფაროსნების საბრძოლო შოუმ  არათუ მხოლოდ მაყურებელი,  ფესტივალის ორგანიზატორებიც  აღაფრთოვანა.  მათი   გადაწყვეტილებით, საქართველომ Natale di Roma-ს   საუკეთესო მონაწილის სტატუსი  მიიღო.  რომში წარმატებული გამოსვლის შედეგად  ”შავფაროსნებმა”  ბულგარეთიდან და ევროპის კიდევ   რამდენიმე ქვეყნიდან  მიწვევაც  მიიღეს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics