13:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 20:17:21, 598 ნახვა

სამხედრო
სწავლება I მსუბუქ ქვეით ბრიგადაში

საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატაიონის „ალფა“ ასეული ერთთვიან საველე მომზადებას გადის. დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნას და მომზადების დონეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები შეამოწმებენ. ეს ის დანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში უნდა ჩაერთოს.

საველე სწავლებების დროს მე-12 ბატაიონის „ალფა“ ასეულის 116 სამხედრო მოსამსახურე საერთო საჯარისო ტაქტიკის მიხედვით მოემზადება. წვრთნების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმობა. ჯარისკაცები ჩხრეკა-კორდონის, პატრულირების, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებს განახორციელებენ. სამხედრო მოსამსახურეები საშტაბო, საინჟინრო და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან.

საველე სწავლება 1 აპრილს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.  შემდეგ ასეულის პირადი შემადგენლობა ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სწავლებაში  „მაღალი დონის პარტნიორობა 2015“ (Noble Partner 2015)  მიიღებს მონაწილეობას. ერთთვიანი მომზადების პროგრამა ამ ერთობლივი ქართულ-ამერიკული წვრთნებისთვის მომზადებასაც გულისხმობს.

2013 წლის აგვისტოდან დღემდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სწავლებები როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში გაიარა. გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ჩატარებული წვრთნები ნატოს ოპერატიული შესაძლებლობის კონცეფციის ფარგლებში მიმდინარეობდა.  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონის შეფასება აშშ-ის “გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში“ (JMRC) განხორციელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics